დღეში ორჯერ კბილების გამოხეხვა სამწუხაროდ არ არის საკმარისი სრულყოფილი ჰიგიენის შესანარჩუნებლად, სასურველია წელიწადში 2-ჯერ ეწვიოთ პროფესიონალს
ისეთი არეების გასაწმენდად რომელსაც ჯაგრისი ვერასდროს მიწვდება, ამასთან ერთად პაროდონტოლოგი აუცილებლად გაგაფრთხილებთ მომავალ მოსალოდნელ გართულებებზე ან რაიმე პრობლემაზე, რომლის არსებობა შეიძლება არც კი იცოდეთ
თერაპიული მკურნალობა, ეს არის პროფილაქტიკური ღონისძიებები,კბილის მაგარი ქსოვილების დაფეფქტის აღდგენა-დაბჟენა,ენდოდონტიური მკურნალობა (პულპიტის და პერიოდონტის ანთების მკურნალობა).
აუცილებელია დროულად მიმართოთ თერაპევტ-სტომატოლოგს, რაც მოგვიანებით ბევრად დიდ პრობლემას აგაშორებთ თავიდან,როგორიცაა კბილის ამოღება,პროთეზირება და სხვა
კბილთა არასწორი დგომით გამოწვეული ვიზუალური დისკომფორტი ან ღეჭვის და მეტყველების პრობლემები გამოსწორებადია.დროული ორთოდონტიული ჩარევით ესეთ პრობლემებთან მარტივად შეიძლება გამკლავება.
ანომალურმა თანკბილვამ სუნთქვის დარღვევებიც კი შეიძლება გამოიწვიოს. თანამედროვე სტომატოლოგიაში მსგავსი პრობლემები მარტივად იჭრება ბრეკეტების გამოყენებით